ცენტრის შესახებ



 

პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სასწავლო, საკონსულტაციო და საექსპერტო ცენტრი წარმოადგენს ინსტიტუტის  სტრუქტურულ ერთეულს. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ინსტიტუტის დებულებით.

ცენტრის მიზანია:

I

 სასწავლო პროცესის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვისა და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადების პროცესისათვის ხელშეწყობა.

მსმენელებზე ორიენტირებული სწავლების უახლესი ფორმებისა და მეთოდების დანერგვისათვის ხელშეწყობა;

თანამედროვე  ცოდნის, გამოცდილების მიდგომის გაცნობა ტრეინინგში მონაწილეთათვის;

მსმენელთა კვალიფიკაციისა და უნარჩვევების ამაღლება;

ტრეინიგში მონაწილეების მიერ ისეთი ცოდნის მიღება, რომელიც უშუალოდ  გამოყენება პრაქტიკაში;

მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის (სერთიფიკატი) მომზადება, გაცემა და აღრიცხვა.

 

II

 

სახელმწიფო, კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციებისათვის და მეწარმე ფიზიკური პირებისათვის კომპლექსური მენეჯერული, მარკეტინგული, საფინანსო და იურიდული საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევა მათი საქმიანობის რენტაბელობის გაზრდისა და რისკების ეფექტური მართვის მიზნით.

 

III

საექსპერტო (ეკონომიკური) მომსახურების გაწევა ნებისმიერი სახელმწიფო, კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციებისდა ფიზიკური პირებისათვის.

 



უკან
Created by Spar.ge