განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებაზე
18-03-2026
თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების გამო.
პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი უსამძიმრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებასა და მრევლს, ასევე სრულიად საქართველოს საზოგადოებას ამ უმძიმესი დანაკარგის გამო.


