საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის ელდარ ისმაილოვისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტის ვლადიმერ პაპავას მონოგრაფიის პრეზენტაცია

24-10-2012


საქართველოს მეცნიერების ეროვნულ აკადემიაში  2012 წლის 24 ოქტომბერს მოეწყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემიის უცხოელი წევრის ელდარ ისმაილოვისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტის ვლადიმერ პაპავას მონოგრაფიის: "ცენტრალური ევრაზია: ახლებური გეოპოლიტიკური გააზრების" პრეზენტაცია.

პრეზენტაციის გახსნისას  საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა თამაზ გამყრელიძემ პროფესორ ელდარ ისმაილოვს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის დიპლომი გადასცა. პრეზენტაციას უძღვებოდა საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.

მოხსენებებით გამოვიდნენ  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი ელდარ ისმაილოვი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი ვლადიმერ პაპავა.

პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტებმა: ლეო ჩიქავამ და ავთანდილ სილაგაძემ.  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის აკადემიურმა ხელმძღვანელმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალექსანდრე რონდელმა, თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ.

პრეზენტაციის შედეგები შეაჯამა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.

 



უკან
Created by Spar.ge