მეცნიერ ეკონომისტთა საზოგადოების დაფუძნება

23-05-2015


2015 წლის 23 მაისს, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ინიციატივით შედგა  საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოების დაფუძნება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პროფესორი ნოდარ ხადური, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე და სხვა ცნობილი პროფესორები და ეკონომიკის ექსპერტები.

საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტია თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. საზოგადოების დამფუძნებლები არიან აგრეთვე აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლეო ჩიქავა, პროფესორი რამაზ აბესაძე (ვიცე პრეზიდენტი) და პროფესორი თეიმურაზ ბერიძე.

საზოგადოების მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარებას. საზოგადოება ხელს შეუწყობს მეცნიერ-ეკონომისტთა კონსოლიდაციას ქვეყნის მასშტაბით, ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას, საქართველოს ეკონომიკური მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობებში ჩართულობის გაძლიერებას, მოამზადებს სამეცნიერო ნაშრომებს, რომლებიც გამოიცემა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ასოციაციების მუშაობაში და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების განხორციელებაში, წარადგენს პროექტებს საერთაშორისო გრანტების მოსაპოვებლად, ჩაატარებს ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო ღონისძიებებს, გამართავს მრგვალ მაგიდებს, შეხვედრებს ქვეყნის ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების საკითხებზე და სხვა.

არჩეულ იქნა საზოგადოების პრეზიდუმი, რომელშიც დამფუძნებლებთან ერთად შევიდნენ: პროფესორები: ნოდარ ხადურიროზეტა ასათიანი, იაკობ მესხია, მერაბ კაკულია, ელგუჯა მექვაბიშვილი და აკადემიური დოქტორი მამუკა ხუსკივაძე.

იხილეთ ბმული_http://www.facebook.com/l.php…



უკან
Created by Spar.ge