დიდი ქართული ეკონომიკური ენციკლოპედია



ქვეყნის სულიერი და კულტურული განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ დარგის ენციკლოპედიის შექმნას, ვინაიდან იგი ფლობს მეცნიერულ და საგანმანათლებლო ღირებულებებს.
საქართველოში ენციკლოპედიურ და ლექსიკოგრაფიულ საქმიანობას (მათ შორის ეკონომიკის დარგში) დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ ეკონომიკის სფეროში წმინდა ენციკლოპედიური ხასიათის სრულყოფილი გამოცემა არ არსებობს. ამდენად დიდი ქართული ეკონომიკური ენციკლოპედიის გამოცემა მნიშვნელოვანი და საშური საქმეა.

          პაატა გუგუშვილის ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა დაიწყო ამ უდაოდ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.
        პროექტის უნიკალურობა განისაზღვრება იმით, რომ კვლევის შედეგი იქნება პირველი სრულყოფილი, წმინდა ენციკლოპედიური ხასიათის გამოცემა, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, უცხოელ პარტნიორებსა და ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეკონომიკის სფეროში მოღვაწე მეცნიერებსა და ექსპერტებს, საზოგადოების ფართო ფენებს.

         ენციკლოპედიაში ასახულ ძირითად საკითხებს წარმოადგენს: საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკური აზრის განვითარების ისტორია; ეკონომიკური ტერმინოლოგია და თეორია; ეკონომიკის (მაკრო, დარგობრივ, რეგიონალურ და მიკრო ჭრილში) ისტორია; საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პრობლემები; ეკონომიკის გლობალიზაცია, ინტერნაციონალიზაცია და რეგიონალიზაცია; ინტეგრაციული გაერთიანებები; საერთაშორისო ორგანიზაციები; ტრანსეროვნული კორპორაციები; მსოფლიოს გლობალური პრობლემები; საერთაშორისო სავალუტო პოლიტიკა; მსოფლიოს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები; მსოფლიოს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები; გამოჩენილი მეცნიერ-ეკონომისტები; წარმატებული ბიზნესი და ბიზნესმენები, მაკრო და მიკროეკონომიკის, მენეჯმენტის, მარკეტინგის, სამეწარმეო სამართლის საკითხები და მრავალი სხვა.
           პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუში უკვე მიმდინარეობს მუშაობა ენციკლოპედიის შექმნაზე; დაარსდა დიდი ქართული ეკონომიკური ენციკლოპედიის მთავარი რედაქცია და შესაბამისი სფეროების რედაქციები; 
            იმედია, ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან პროექტში დიდ წვლილს შეიტანენ მეცნიერები და ბიზნეს წრეების საუკეთესო და წარმატებული ნაწილი.



უკან
Created by Spar.ge