ინსტიტუტის დაჯილდოება

10-11-2010


2010 წლის 10 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მეცნიერების დღისადმი მიძღვნილი საერთო კრება. კრება გახსნა და სიტყვა წარმოთქვა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ, შემდეგ გაიმართა 2009 წელს სხვადასხვა სახელობითი პრემიების ლაურიატთა და გამარჯვებულ ინსტიტუტთა დაჯილდოება, მათ შორის 2009 წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დიპლომით დაჯილდოვდა პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი, რაც არა მხოლოდ ინსტიტუტის კოლექტივის სამეცნიერო საქმიანობის, არამედ საქართველოს ეროვნული ეკონომიკური მეცნიერების დაფასებად მიგვაჩნია. იხილეთ ბმული



უკან
Created by Spar.ge