პროფესორ ლეო ჩიქავას დაბადებიდან 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საუიბილეო სხდომა

16-05-2013


2013 წლის 16 მაისს თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ კორესპოდენტის, ემდ, პროფესორ ლეო ჩიქავას დაბადების 85-ე წლისთავის აღსანიშნავი საიუბილეო სხდომა.

შესავალი სიტყვა წარმოთქვა და სტუმრებს მიესალმა ინსტიტუტის დირექტორი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ემდ, პროფესორი რამაზ აბესაძე.

სოფლის მეურნეობის ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა გამოვიდა მოხსენებით: ’’საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ემდ, პროფესორ ლეო ჩიქავას სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა’’.

იუბილარს მიესალმნენ: აკადემიკოსები ირაკლი ჟორდანია და ვლადიმერ პაპავა, ემდ, პროფესორები: როზეტა ასათიანი, ელგუჯა მექვაბიშვილი, იაშა მესხია, მიხეილ ჯიბუტი, თეიმურაზ შენგელია, ავთანდილ სულაბერიძე, ანზორ აბრალავა, კარლო ღურწკაია, აკადემიური დოქტორები: გიორგი ღავთაძე, მირონ ფირცხალავა, ბერდო გოიშვილი და სხვები.

 



უკან
Created by Spar.ge