განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებაზე

18-03-2026


თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, უწმინდესისა და უნეტარესი  ილია II-ის გარდაცვალების გამო.

 

პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი უსამძიმრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებასა და მრევლს, ასევე სრულიად საქართველოს საზოგადოებას ამ უმძიმესი დანაკარგის გამო.

 



უკან
Created by Spar.ge