ვლადიმერ პაპავა CORE აკადემიის (International CORE Academy of Sciences and Humanities) ნამდვილ წევრად აირჩიეს



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, მაკროეკონომიკასა და გამოყენებით ეკონომიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის (International CORE Academy of Sciences and Humanities) ნამდვილ წევრად აირჩიეს.
 

https://www.coreacad.org/Member.aspx?ProId=116
 

ინსტიტუტის ყველა თანამშრომელი ვულოცავთ ბატონ ვლადიმერს მორიგ საერთაშორისო აღიარებას. ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და შემდგომ სამეცნიერო წარმატებებს .
 

https://www.interpressnews.ge/ka/article/789588-akademikosi-vladimer-papava-sabunebismetqvelo-da-humanitarul-mecnierebata-saertashoriso-core-akademiis-namdvil-cevrad-airchies



უკან
Created by Spar.ge