აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა პაატა გუგუშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა

29-05-2025


2025 წლის 29 მაისს გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა შეხვედრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს მდივანთან, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავასთან მისი დაბადებიდან 70 და სამეცნიერო პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წელთან დაკავშირები.

ბატონ ვლადიმერს თანამშრომელთა სახელით მიესალმა , ინსტიტუტის მისალოცი წერილი (ადრესი) შეკრებილებს გააცნო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში თეა ლაზარაშვილმა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას მიეძღვნა ინსტიტუტის 2025 წლის 

ინსტიტუტის ადრესი, სამეცნიერო შრომების კრებული, ჟურნალი „ეკონომისტი“ და პაატა გუგუშვილის სახელობის მედალი აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას გადასცა  ინსტიტუტის დირექტორმა, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა რამაზ აბესაძემ.

ბოლოს, ინსტიტუტის კოლექტივს სიტყვით მიმართა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.

 

                                   



უკან
Created by Spar.ge