პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექციისა და სამეცნიერო საბჭოს გაერთიანებული სხდომა

21-09-2011


 2011 წლის 21 სექტემბერს დირექციისა და სამეცნიერო საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე აღინიშნა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის, სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივნის, აკადემიური დოქტორის ლინა დათუნაშვილის დაბადებიდან 70-ე წელი. სხდომა გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ. მოხსენებით, იუბილარის ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ, გამოვიდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჭდომარე პროფესორი თინა ჩხეიძე. მოგონებებით გამოვიდნენ განყოფილების გამგეები, აკადემიური დოქტორები ნანული არევაძე და იზა ნათელაური, უფროსი მეცნიერ თანამშრომლები, აკადემიური დოქტორები რევაზ ჯავახიშვილი, ზურაბ რევიშვილი და როლანდ სარჩიმელია. გაერთიანებული სხდომა შეაჯამა ინსტიტუტის დირექტორმა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ.



უკან
Created by Spar.ge