აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს

16-08-2013


საქართველოს საზოგადოებას, სამეცნიერო და პედაგოგიურ წრეებს, სტუდენტობას მთელ მოსახლეობას ვულოცავთ საქართველოს უპირველესი უნივერსიტეტის რექტორად გამოჩენილი მეცნიერისა და პედაგოგის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, შესანიშნავი მოქალაქის, პრინციპული და სამართლიანი პიროვნების აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას არჩევას. დარწმუნებულები ვართ, მისი მოღვაწეობის დროს უნივერსიტეტი გახდება ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური გავითარების ტაძარი.


ასევე, მადლობა გვინდა გადავუხადოთ უნივერსიტეტის მოქმედ აკადემიურ საბჭოს ღირსეული გადაწყვეტილების მიღებისათვის. ბატონ ლადოს კი ვუსურვებთ დიდ წარმატებებს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი



უკან
Created by Spar.ge