„დიდი ქართული ეკონომიკური ენციკლოპედიის“ სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს და სამეცნიერო–სარედაქციო კოლეგიის სხდომა

22-11-2012


ა.წ. 22 ნოემბერს გაიმართა „დიდი ქართული ეკონომიკური ენციკლოპედიის“  სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს და სამეცნიერო–სარედაქციო კოლეგიის სხდომა. ენციკლოპედიის მთავარმა რედაქტორმა ემდ, პროფ. რამაზ აბესაძემ სხდომას მოახსენა  რედაქციის მიერ გაწეული მუშაობისა და შემდგომი საქმიანობის  შესახებ. სხდომამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.

იმავე დღეს გაიმართა ჟურნალ „ეკონომისტის“  სამეცნიერო–სარედაქციო კოლეგიის სხდომა. სხდომამ მოისმინა, რეცენზენტების მიერ წარმოდგენილი დასკვნების საფუძ­ველზე, ჟურნალის შემდეგ ნომერში გამოსაქვეყნებელი სტა­ტიების მიღების შესახებ.

ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, ემდ, პროფ. რამაზ აბესაძემ სხდომას გააცნო  ის სიახლეები, რომელიც დაკავშირებულია ჟურნალის საქმიანობის გაუმჯობესებასთან. კერძოდ, ჟურნალს დაემატება ახალი თემატური რუბრიკა, რომელშიც ასახული იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე  პრობლემები. ასევე გამოცხადდება კონკურსი პრემიის მოსაპოვებლად 2013 წელს ჟურნალში გამოქვეყნებული საუკეთესო სტატიისათვის.

სხდომებში მონაწილეობდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტები: ვლადიმერ პაპავა, ავთანდილ სილაგაძე, ლეო ჩიქავა; მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: როზეტა ასათიანი, თემურ ბერიძე, გიორგი ბერულავა, ვახტანგ ბურდული, რევაზ გოგოხია,  თემურ კანდელაკი, მურმან კვარაცხელია, ალ­ფრედ კურატაშვილი, ნუგზარ პაიჭაძე, როლანდ სარჩიმელია, ავთანდილ სულაბერიძე

თინა ჩხეიძე, ეთერ ხარაიშვილი;  აკადემიური დოქტორები: არევაძე ნანული, ნანა ბიბილაშვილი, ლინა დათუნაშვილი, ეთერ კაკულია, თეა ლაზარაშვილი, იზა ნათელაური, მამუკა ხუსკივაძე, ქეთინო ქველაძე,  რევაზ ჯავახიშვილი; ენციკლოპედიის პასუხისმგებელი მდივანი ლია აბრამიშვილი

სხდომას ესწრებოდა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ზურაბ წერეთელი.

 



უკან
Created by Spar.ge