ინფორმაცია აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენციის ღონისძიებების შესახებ

15-07-2015


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი 2015 წლის 10-11 ივლისს ჩატარდა აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 110-ე წლისთავიდმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: "ეროვნული ეკონომიკების მდგრადი განვითარების აქტუალური პრობლემები"

კონფერენციის პლენარული სხდომა (10 ივლისი) გახსნა აკადემიკოს პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ ემდ., პროფ. რამაზ აბესაძემ, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა ქართველ და უცხოელ მეცნიერებს კონფერენციაში მონაწილეობისათვის. ემდ. პროფ. რ. აბესაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კონფერენციის თემატიკასა და კონფერენციის მნიშვნელობაზე, როგორც ეკონომიკური მეცნიერების განვითარების, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების სამეცნიერო კავშირების გაფართოების თვალსაზრისით. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა იოანე-პავლე II-ის სახელობის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი სლავამირ პარტიცკი (პოლონეთი), მოსკოვის მართვის სახელმფიფო უნივერსიტეტის ინსტუტიციონალური კათედრის გამგე ალბერტ ზარნაძე (რუსეთი), ასევე მეცნიერები პოლონეთის, ბულგარეთის, უკრაინის, ლიტვისაზერბაიჯანისრუსეთის, ჩეხეთისა და სხვა ქვეყნების სამეცნიერო წრეებიდან. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა: თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ(ლადო) პაპავამ და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ღვედაშვილმა. კონფერენციას ესწრებოდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ემდ, პროფ. თეიმურაზ ბერიძე. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო, კონფერენციას მიესალმნენ და პლენარულ სხდომაზე სამეცნიერო მოხსენებებით გამოვიდნენ ჩვენი ქვეყნისა და საზღვარგარეთის მრავალი მეცნიერ-ეკონომისტი. პლენარული სხდომის შემდეგ კონფერენციამ მუშაობა სექციების მიხედვით განაგრძო. კონფერენციის მუშაობა წარიმართა შემდეგ სამეცნიერო სექციებში: ეკონომიკური თეორიის; სექტორული და რეგიონული ეკონომიკის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების; მაკროეკონომიკის; ბიზნესის ადმინისტრირების; ფინანსებისა და საბანკო საქმის; ბუნებათსარგებლობის, გარემოს დაცვისა და სოფლის ეკონომიკის; სოციალური და დემოგრაფიული. სამეცნიერო სექციების ხელმძღვანელებმა სექციების მუშაობის შეჯამებისას ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების იმ პრობლემებზე, რომლებიც წამოჭრეს მომხმარებლებმა. სამეცნიერო სექციების ხელმძღვანელებმა, ასევე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ კონფერენცია ჩატარდა მაღალმეცნიერულ დონეზე და მომხსენებლების მიერ წარმოჩენილ იქნა არაერთი მეცნიერული სიახლე, წინადადება და რეკომენდაცია. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა ემდ, პროფ. რამაზ აბესაძემ დადებითად შეაფასა კონფერენციის მუშაობა.

11 ივლისს გაიმართა აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო-საზეიმო სხდომა. სხდომას უძღვებოდა თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი ემდ, პროფ. რამაზ აბესაძ. მან თავის ვრცელ მოხსენებაში ისაუბრა ეკონომიკური მეცნიერების განვითარების დამაარსებელსა და დირექტორზე 32 წლის მანძილზე, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის იმ დიდ დამსახურებაზე, რომელმაც თავისი პიროვნული თვისებებით, დაუღალავი, მრავალმხრივი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობით განაპირობა ინსტიტუტის დიდი ავტორიტეტი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებაში.

 თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, ემდ, პროფ. რამაზ აბესაძემ ერთხელ კიდევ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის და დადებითად შეაფასა როგორც საერთაშორისო კონფერენციის, ისე საიუბილეო-საზეიმო სხდომის მუშაობა. საიუბილეო დღეებში გაიმართა კულტურული ღონისძიებები.



უკან
Created by Spar.ge