საიუბილეო სხდომა

07-11-2015


2015 წლის 7 ნოემბერს თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში გაიმართა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ არჩილ თეთრაულის დაბადებიდან მე-80 და ეკონომიკის დოქტო-რის ზურაბ სოსელიას დაბადებიდან მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.

 

საიუბილეო სხდომა გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა  რამაზ აბესაძემ.

 

სხდომაში მონაწილეობას ღებულობდენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, თსუ პროფესორი ნოდარ ხადური და ქვეყნის ეკონომიკური მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლები ბატონი არჩილ თეთრაულისა და ბატონი ზურაბ სოსელიას ოჯახის წევრებთან ერთად.

 

სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მურმან კვარაცხელია და ამავე ისტიტუტის სწავლული მდივანი, აკადემიური დოქტორი ლინა დათუნაშვილი, რომელმაც პროფესორ იაშა მესხიას მოხსენება წაიკითხა, რომელიც საპატიო მიზეზის გამო ვერ ესწრებოდა სხდომას. 

 

მოგონებებით გამოვიდნენ:

თსუ-ს რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ (ლადო) პაპავა,  საქართველოს ფინანსთა მინისტრი, თსუ-ს პროფესორი ნოდარ ხადური, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიური დოქტორი ნუკრი ზაქარიაძე, პროფესორები: ელგუჯა მექვაბიშვილი, მერაბ კაკულიამირიან ტუხაშვილი და აკადემიური დოქტორი ნანული არევაძე. 

 

სამადლობელო სიტყვები წარმოთქვეს: პროფესორ არჩილ თეთრაულის შვილმა ციცინო თეთრაულმა და ეკონომიკის დოქტორის ზურაბ სოსელიას შვილმა დათუნა სოსელიამ.

 

სხდომა შეაჯამა ინსტიტუტის დირექტორმა ემდ, პროფესორმა რამაზ აბესაძემ.



უკან
Created by Spar.ge