ინსტიტუტის დირექტორის არჩევნები
2015 წლის 17 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში გაიმართა ინსტიტუტის დირექტორის არჩევნები.
ინსტიტუტის თანამშრომლების წინაშე საპროგრამო სიტყვით წარსდგა დირექტორის ერთადერთი კანდიდატი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, მთავარი მეცნიერი თანამსრომელი, ემდ, პროფესორი რამაზ აბესაძე.
მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდნენ: თსუ-ს რექტორი, ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს წევრი, აკადემიკოსი ვლადიმერ (ლადო) პაპავა, განყოფილების უფროსი, საბჭოს წევრი, ემდ, პროფესორი ალფრედ კურატაშვილი, უფროსი მეცნიერ თანამშრომლები: ემდ, პროფესორი მურმან კვარაცხელია და ეკონომიკის დოქტორი რევაზ ჯავახიშვილი.
ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ყველა წევრმა ნდობა გამოუცხადა და დირექტორად არჩეულ იქნა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ აბესაძე.