ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

14-09-2018


 2018 წლის 14 სექტემბერს, ევროპის უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, თსუ - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის და ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგების ფაკულტეტის - გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტის - ჟურნალი "გლობალიზაცია და ბიზნესის" ორგანიზებით გაიმართა პირველი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით "ეკონომიკური მეცნიერების კრიზისი და ახალი პარადიგმების ძიება" კონფერენციის პლენარული სესიის ძირითადი საკითხი "ეკონომიკური მეცნიერების თეორიული და პარადიგმული საფუძვლებიიყო. ღონისძიება პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის გამოცემის 100 წლისთავს მიეძღვნა.

კონფერენციის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებმა ორ სექციაში, შემდეგ საკითხებზე იმუშავეს:

· ეკონომიკური მეცნიერება და მისი სწავლება, მაკროეკონომიკა და ინსტიტუციური ეკონომიკა - სექციის ხელმძღვანელი: ელგუჯა მექვაბიშვილი (ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი);​​​​​​

· ცოდნის ეკონომიკა, ტექნოლოგიები, სამეწარმეო საქმიანობა, გლობალიზაციის გამოწვევები - სექციის ხელმძღვანელი: გივი ბედიანაშვილი (ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი).

 



უკან
Created by Spar.ge