სადისკუსიო საბჭოს სხდომა
17-12-2018
2018 წლის 1 ნოემბერს გაიმართა თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სადისკუსიო დარბაზის პირველი სხდომა, რომელზედაც მოხსენება გააკეთა ინსტიტუტის დირექტორმა, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა - რამაზ აბესაძემ .
მოხსენება შეეხებოდა თემას : ‘’ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური რეგრესი: თანამედროვე ტენდენციები“.
მოხსენების შემდეგ დამსწრეთა მიერ დაისვა კითხვები ზოგიერთ საკითხზე საქართველოს მასშტაბით ციფრობრივი მონაცემების არსებობის თაობაზე, რაზედაც მომხსენებელმა შესაბამისი სრულყოფილი ინფორმაცია წარმოადგინა.
თემის აქტუალობამ და მომხსენებლის მიერ გადმოცემულმა სიახლეებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა.