საერთაშორისო კონფერენცია

08-07-2010


2010 წლის 8 ივლისს გაიმართა საერთაშორისო-პრაქტიკული კონფერენცია. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთის არაერთი სამეცნიერო და სასწავლო ცენტრის 14 წარმომადგენელი რუსეთიდან, პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან, ყაზახეთიდან, ბულგარეთიდან, ლიტვადან, უკრაინიდან და სხვა. კონფერენცია გახსნა, სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, ემდ, პროფ. რამაზ აბესაძე.

პლენარულ სხდომაზე გამომსვლელების ძირითად თემას წარმოადგენდა საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის თანამედროვე მდგომარეობა და მისი განვითარების მიმართულებებისა და გზების ძიება.

პლენარულ სხდომაზე გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვლადიმერ პაპავა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის პირველი მოადგილე, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დიმიტრი სოროკინი, თსუ კათედრის ხელმძღვანელი იური ანანიაშვილი, თსუ კათედრის ხელმძღვანელი ნოდარ ხადური, ემდ, პროფ. თეიმურაზ ბერიძე, თსუ სრული პროფესორი, ემდ, ელგუჯა მექვაბიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ემდ, პროფ. თამაზ კუნჭულია და სხვები.

პლენარული სხდომის შემდეგ კონფერენციის მუშაობა გაგრძელდა ეკონომიკური თეორიის, მაკროეკონომიკის, ბიზნესის, სექტორული ეკონომიკის, ფინანსებისა და საერთაშორისო ეკონომიკის სექციებში. შემდეგ გაიმართა კონფერენციის მუშაობის შეჯამება. სამეცნიერო სექციების ხელმძღვანელებმა, ინსტიტუტის განყოფილებათა გამგეებმა ემდ, პროფ. ალფრედ კურატაშვილმა, ემდ, პროფ. გიორგი ბერულავამ, ემდ ვახტანგ ბურდულმა, ემკ ნანული არევაძემ, ემკ თეა ლაზარაშვილმა სექციების მუშაობის შეჯამებისას ყურადღება გაამახვილეს განვითარების თანამედროვე ეტაპზე არსებულ იმ ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლებიც კონფერენციის მსვლელობის დროს წამოჭრეს მეცნიერებმა. სექციის ხელმძღვანელებმა მაღალი შეფასება მისცეს გამომსვლელთა მოხსენებებსა და მთლიანად კონფერენციის საქმიანობას.

პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა ემდ, პროფ. რამაზ აბესაძემ კონფერენციის მუშაობას მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ კონფერენციის მასალების საფუძველზე შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები, რომლის მომზადება დაევალა რეკომენდაციების შემმუშავებელ კომისიას (ხელმზღვანელი ემდ ვახტანგ ბურდული).

 



უკან
Created by Spar.ge