ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბი­ლი­ს­ის სახელმწიფო უნივერსიტეტი პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

11-12-2021


 

2021 წლის 11 დეკემბერს გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსების დღისადმი და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ალფრედ კურატაშვილის დაბადებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია, თემაზე: „XXI საუკუნის ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური გამოწვევები“.

კონფერენციის პლენარული სხდომა გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ.

კონფერენციას მიესალმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი. მან დადებითად შეაფასა ინსტიტუტის აქტივობები, მიესალმა კონფერენციის მანაწილეებს და წარმატებები უსურვა მათ.

სხდომაზეპროფესორ ალფრედ კურატაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობამოხსენებით გამოვიდა ემდ, პროფესორი მურმან კვარაცხელია. მოგონებებით გამოვიდნენ: ემდ, პროფესორი ანზორ აბრალავა, ემდ, პროფესორი პაატა კოღუაშვილი, ეკონომიკის დოქტორი ანზორ კურატაშვილი.

სხდომას მიესალმნენ და მოხსენებებით გამოვიდნენ: ალევტინა სტარშინოვა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ურალის ფედერალური უნივერსიტეტის პროფესორი (რუსეთი); ანა ჩეჩელი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დონეცკის მართვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (უკრაინა); აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა; ილიას უნივერსიტეტის დემოგრაფიულ და სოციოლოგიურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: ვახტანგ ბურდული, გიორგი ბერულავა, გივი ბედიანაშვილი.

შემდეგ გაიმართა კონფერენციის მუშაობის შეჯამება. სექციების მუშაობის შესახებ ისაუბრეს სექციის ხელმძღვანელებმა, ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერმა თანამშრომლებმა: პროფესორებმა ვახტანგ ბურდულმა, გიორგი ბერულავამ; ეკონომიკის დოქტორებმა: მამუკა ხუსკივაძემ, თეა ლაზარაშვილმა, ლია თოთლაძემ. საბოლოოდ კონფერენციის მუშაობა შეაჯამა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა რამაზ აბესაძემ.

 



უკან
Created by Spar.ge