ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
2020 წლის 26 დეკემბერს ონლაინ რეჟიმში გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 115-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური მეცნიერება და ეკონომიკის პანდემიური პრობლემები: გამოწვევები და გადაჭრის გზები“.კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი მეცნიერები როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთიდან.
კონფერენცია გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ.
კონფერენციას მიესალმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივრტსიტეტის რექტორის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი.
მოხსენება, „აკადემიკოს პაატა გუგუშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“, გააკეთა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რევაზ გოგოხიამ.
კონფერენციას მიესალმნენ და მოხსენებები გააკეთეს უცხოელმა მეცნიერებმა: რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დიმიტრი სოროკინმა (რუსეთი), ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ანატოლი შევჩუკმა (რუსეთი), ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ევგენი რედზიუკმა (უკრაინა)
ქართველი მეცნიერებიდან კონფერენციას მიესალმნენ, აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი გაიხსენეს და მოხსენებები გააკეთეს: აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თეიმურაზ შენგელიამ, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ავთანდილ სულაბერიძემ, ეკონომიკის დოქტორმა, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორმა ბადრი გეჩბაიამ, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ ლიპარტიამ.
ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობების მენეჯერმა, გოჩა გოგუაძემ, კონფერენციის მონაწილეებს გააცნო მისასალმებები საზღვარგარეთიდან, რომელიც გამოაგზავნეს: პროფესორმა ჯეფრი დ. საქსმა (კოლუმბიის უნივერსიტეტი); პროფესორმა ფრენკ ფ. არაუჰომ (კალიფორნიის უნივერსიტეტი); პროფესორმა ბარნი ერედიამ (აშშ საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტის პრეზიდენტი); პროფესორმა ჯეიმი ვაიტმა (ლონდონის ეკონომიკის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი); პროფესორმა ჯონ ფარლოუმ (აშშ კლიმატისა და ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი);პროფესორმა ლიზა გოდარდმა (კოლუმბიის უნივერსიტეტი); პროფესორებმა ანა ჩეჩელმა (დონეცკის მართვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე); პროფესორმა ნატალია სოლიდორმა (აზოვისპირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და სხვებმა.
აკადემიკოს პაატა გუგუშვილის 115-ე წლისთავთან დაკავშირებით ინსტიტუტის მიერ დაარსებული იქნა მედალი, რომლითაც დაჯილდოვდნენ: ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იური ანანიაშვილი, სიმონ გელაშვილი, რევაზ გველესიანი, რევაზ გოგოხია, ავთანდილ სულაბერიძე, მირიან ტუხაშვილი, ეთერ ხარაიშვილი; ეკონომიკის დოქტორები: დავით ასლანიშვილი, თემურ გოგოიხია, ნაზირა კაკულია.
სამეცნიერო მოხსენებები ასევე მოსმენილი იქნა კონფერენციის სექციებში.
ინსტიტუტის კოლტქტივის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო კონფერენციის ყველა მონაწილეს. სწორედ მათი აქტიური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, ამ სამეცნიერო ფორუმის წარმატებით ჩატარება - პროფესორი რამაზ აბესაძე.