პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

11-10-2023


2023 წლის 7-8 ოქტომბერს გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრობლემები პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით“, რომელიც დაფინანსებულ იქნა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კონფერენციის პლენარული სდომა გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ. იგი მიესალმა და მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს. ბატონმა რამაზმა სიტყვა გადასცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს ბატონ გოჩა გოგუაძეს, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ინსტიტუტის სამეცნიერო კავშირების შესახებ და უცხოელი კოლეგების მისალმებები. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და სიტყვით გამოვიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, რომელმაც ისაუბრა პროფესორ გიორგი პაპავას წვლილზე ქართული ეკონომიკური აზრის ფორმირებაში საქართველოში. სხდომას მიესალმნენ და სიტყვით გამოვიდნენ: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი თეიმურაზ დოჭვირი; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ ჭითანავა; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი. პლენარული სხდომის შემდგომ მუშაობა გაიმართა სექციებში. ბოლოს მოხდა კონფერენციის მუშაობის შეჯამება. სექციების მუშაობის შესახებ ისაუბრეს სექციის ხელმძღვანელებმა, ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ თანამშრომლებმა: პროფესორებმა გიორგი ბერულავამ და მურმან კვარაცხელიამ (ეკონომიკური თეორიისა და ბიზნესის პრობლემათა კვლევის სექცია); ეკონომიკის დოქტორებმა: მამუკა ხუსკივაძემ და თეა ლაზარაშვილმა (მაკროეკონომიკის, მდგრადი განვითარების, ფინანსებისა და საბანკო საქმის სექცია); პროფესორმა ვახტანგ ბურდულმა და ეკონომიკის დოქტორმა ქეთევან ქველაძემ (სექტორული და რეგიონული ეკონომიკის სექცია); ეკონომიკის დოქტორმა რევაზ ჯავახიშვილმა და ხათუნა ბერიშვილმა (საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და გლობალიზაციის სექცია); პროფესორმა ავთანდილ სულაბერიძემ და ეკონომიკის დოქტორმა ლელა მენაბდიშვილმა (დემოგრაფიის, სოციოლოგიისა და შრომის ეკონომიკის სექცია). საბოლოოდ, კონფერენციის მუშაობა შეაჯამა ინსტიტუტის დირექტორმა, კონფრენციის სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა რამაზ აბესაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კონფერენცია მაღალ დონეზე იქნა ჩატარებული, მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს მხარდაჭერისთვის,



უკან
Created by Spar.ge