ინფორმაცია აკადემიკოს პაატა გუგუშვილის, დაბადებიდან 120-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო - სამეცნიერო კონფერენციის შესახებ
11 ოქტომბერს თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის, დაბადებიდან 120 წლისთავს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა საუკეთესო წარმომადგენლები. კონფერენციას მიესალმა და აკადემიკოს პაატა გუგუშვილის მოღვაწეობას დიდი შეფასება მისცა უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა, ჯაბა სამუშიამ.
ინფორმაცია კონფერენციის შესახებ გამოქვეყნდა გაზეთში - "თბილისის უნივერსიტეტი"(https://gazeti.tsu.ge/ekonomiki-instituti/gazeti.tsu.ge), ვიდეო და ფოტო მასალა კი - ინსტიტუტის ვებ-გვერდზე: (https://pgie.tsu.ge/index.php?menuid=20&id=47) (https://pgie.tsu.ge/index.php?menuid=19&id=37)


