ინფორმაცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიიდან 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე (თბილისი, 23 ოქტომბერი 2026 წელი)
პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „მსოფლიოსა და ეროვნული ეკონომიკების მდგომარეობა და გამოწვევები თანამედროვე ეტაპზე“.
აღნიშნული კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85-ე წლისთავს.
კონფერენცია გახსნა ეკონომიკის დოქტორმა, ინსტიტუტის დირექტორმა თეა ლაზარაშვილმა, რომელმაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მიულოცა ღირშესანიშნავი თარიღი და აღნიშნა, რომ აკადემიის მრავალწლიანი ისტორია ნათლად წარმოაჩენს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერული აზრის განვითარებას, ცოდნის შექმნასა და თაობებს შორის ინტელექტუალური მემკვიდრეობის გადაცემას.
მან აგრეთვე პატივი მიაგო პროფესორ რამაზ აბესაძის ხსოვნას, რომლის გარდაცვალებაც ინსტიტუტისთვის და სამეცნიერო საზოგადოებისთვის უდიდესი დანაკლისი იყო.
აღნიშნა, რომ ინსტიტუტი გააგრძელებს ნაყოფიერ მუშაობას, მეცნიერული მემკვიდრეობის განვითარების კუთხით, რომელიც ეკონომიკური აზროვნების მრავალწლიან ტრადიციებს ეფუძნება.
ქალბატონმა თეამ ინსტიტუტისა და კონფერენციის მონაწილეთა სახელით აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას და ინსტიტუტის განყოფილების გამგეს ბატონ რევაზ ჯავახიშვილს გულითადად მიულოცა თბილისის საპატიო მოქალაქეებად არჩევა და უსურვა ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობა.
ბოლოს ყურადღება გაამახვილა კონფერენციის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს და იმ პირებს ვინც კონფრენციის ჩატარებაში მიიღო მონაწილეობა.
შემდგომ კონფერენციას მიესალმა აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, რომელმაც ისაუბრა მეცნიერებათა აკადემიის ამ ღირშესანიშნავ თარიღზე და ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფრენციის მნიშვნელობაზე.
აგრეთვე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე საგარეო ურთიერთობების მიმართულებით ერეკლე ასტახიშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია; ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი პროფესორი მურმან კვარაცხელია, რომლებმაც ისაუბრეს კონფრენციის მნიშვნელობაზე და წარმატებები უსურვეს თითოეულ მონაწილეს და ეკონომიკის ინსტიტუტს.
მისასალმებელი სიტყვის შემდგომ გაიმართა პლენარული სხდომა სადაც მოხსენებით გამოვიდნენ: მეცნიერებათა დოქტორი იოსებ არჩვაძე და ეკონომიკის დოქტორი პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, რევაზ ჯავახიშვილი.
პლენარული სხდომის შემდგომ მუშაობა გაიმართა სექციებში, სადაც მოსმენილ იქნა ძალიან საინტერესო მოხსენებები.
კონფერენციის შეჯამებისას ინსტიტუტის დირექტორმა აღნიშნა, რომ კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენებები და სამეცნიერო დისკუსიები ხელს შეუწყობს აქტუალური ეკონომიკური პრობლემების მრავალმხრივ გაანალიზებას, ახალი კვლევითი პერსპექტივების გამოკვეთასა და იმ სამეცნიერო დასკვნების ჩამოყალიბებას, რომელთაც ექნებათ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მნიშვნელობა.
ამასთან, ცნობისთვის გეტყვით, რომ კონფერენციის თემატიკა იყო, მსოფლიო ეკონომიკის გამოწვევები: ევროკავშირისა და მის წევრ ქვეყანათა ეკონომიკების გამოწვევები თანამედროვე ეტაპზე; ეკონომიკური განვითარების პრობლემები საქართველოში; საქართველოს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები; მაკრო-მიკრო და სექტორული ეკონომიკური პრობლემები მსოფლიო და ეროვნულ დონეზე.
კონფერენციის სექციები კი იყო: ეკონომიკური თეორია, ბიზნესის პრობლემათა კვლევა; მაკროეკონომიკა; მდგრადი განვითარება; ფინანსები და საბანკო საქმე; სექტორული და რეგიონული ეკონომიკა; საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, გლობალიზაცია; დემოგრაფია, სოციოლოგია, შრომის ეკონომიკა.
სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტში იყვნენ: ვლადიმერ პაპავა – აკადემიკოსი, ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, თსუ პროფესორი; ავთანდილ სილაგაძე – აკადემიკოსი, თსუ პროფესორი; მიხეილ ჯიბუტი – აკადემიკოსი; ნოდარ ჭითანავა – საქ. ს/მ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; ალექსანდრე სიჭინავა – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი; გივი ბედიანაშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი; თეიმურაზ ბერიძე – თსუ პროფესორი; გიორგი ბერულავა – ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი; ვახტანგ ბურდული – ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი; მურმან კვარაცხელია – ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, პროფესორი; ელგუჯა მექვაბიშვილი – თსუ პროფესორი; ავთანდილ სულაბერიძე – დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი, პროფესორი; თეიმურაზ შენგელია – თსუ პროფესორი; ლალი ჩაგელიშვილი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, პროფესორი; ნათია წიკლაშვილი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი; ეთერ ხარაიშვილი – თსუ პროფესორი; მერაბ ხოხობაია; თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეა ლაზარაშვილი; (თავმჯდომარე) ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკის დოქტორი; მამუკა ხუსკივაძე – ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, თსუ ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი; რევაზ ჯავახიშვილი – ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, ეკონომიკის დოქტორი; თამილა არნანია-კეპულაძე – აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი; ნანა ბიბილაშვილი – ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ეკონომიკის დოქტორი; ბადრი გეჩბაია – ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი; თეიმურაზ გოგოხია – ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ეკონომიკის დოქტორი; ნატა დავლაშერიძე – ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ეკონომიკის დოქტორი; ლინა დათუნაშვილი – ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ეკონომიკის დოქტორი; გულნაზ ერქომაიშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი; ლია თოთლაძე – ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, თსუ ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი; გოჩა თუთბერიძე – ევროპის უნივერსიტეტი, პროფესორი; ეთერ კაკულია – ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ეკონომიკის დოქტორი; ნაზირა კაკულია – ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, თსუ ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი; გივი ლემონჯავა – ქართული უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; მარინა მუჩიაშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი; დალი სოლოღაშვილი – აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი; ფატი შენგელია – უნივერსიტეტი – ევროპული აკადემია, ასოცირებული პროფესორი.
სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტის უცხოური წევრები იყვნენ: ფრენკ არაუჰო – პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი, კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლი, კალიფორნიის უნივერსიტეტი დევისი, (კალიფორნია, აშშ); ლარისა ბელინსკაია – ვილნიუსის უნივერსიტეტი (ვილნიუსი, ლიეტუვა); სიმონე გუერჩინი – ფლორენციის უნივერსიტეტი (ფლორენცია, იტალია); ბარნი ერედია – პროფესორი, საგანმანათლებლო კონსორციუმ ინსტიტუტის პრეზიდენტი (აპტოსი, კალიფორნია, აშშ); ვოლფგანგ ვენგი – ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი (ბერლინი, გერმანია); ტომას დ. ვილეტი – კლერმონტის უნივერსიტეტი ( ბატავია, აშშ); ელდარ ისმაილოვი – ბაქოს სოციალური მართვისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტი (ბაქო, აზერბაიჯანი); გინდრა კასნაუსკიენე – ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის სკოლა (ვილნიუსი, ლიეტუვა); სტივენ კოენი – კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, მდგრადი მენეჯმენტის სკოლის დირექტორი (ნიუ იორკი, აშშ); ჯეფრი საქსი – კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, გაეროს მთავარი მრჩეველი (ნიუ იორკი, აშშ); დაროლ ჯ. სტეინლი – პეპერდაინის უნივერსიტეტი (მალიბუ, აშშ); ალექს სტუპნიცკი – ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტი (კიევი, უკრაინა); ადამ ნიუმენ ტიორნერი – მენეჯმენტის პროფესორი, ლესტერის უნივერსიტეტი (ლესტერი, დიდი ბრიტანეთი).


