ინსტიტუტის სადისკუსიო დარბაზის სხდომა
27-12-2012
ა.წ. 27 დეკემბერს ინსტიტუტის სადისკუსიო დარბაზის სხდომაზე მოეწყო პეპერდაინის (აშშ) უნივერსიტეტის ჯორჯ გრაციოდოს სახელობის ბიზნესის და მენეჯმენტის ასპირანტურის და კლერმონტის უნივერსიტეტის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის პროფესორის ლევან ეფრემიძის ნაშრომის – "ფინანსური სპეკულაცია, კრიზისი და საერთაშორისო რეზერვები" პრეზენტაცია. სხდომას უძღვებოდა ინსტიტუტის დირექტორი ემდ, პროფესორი რამაზ აბესაძე პრეზენტაცია შეაფასეს პროფესორებმა: ა. კურატაშვილმა; მ. კვარაცხელიამ; მ. კაკულიამ და სხვებმა. მოხსენებამ დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა.