სიმპოზიუმი

22-11-2012


ა.წ. 22 ნოემბერს გაიმართა სიმპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა ინსტიტუტის ყოფილი, აწ გარდაცვლილი თანამშრომლების, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის პროფესორ თენგიზ ხოშტარიას, განყოფილების გამგეების ემდ, პროფესორ მიხეილ კახეთელიძის და ემდ, პროფესორ ვალერიან დათუკიშვილის, მთავარი მეცნიერთანამშრომლის, ემდ, პროფესორ იოველ ასათიანის დაბადებიდან  საიუბილეო თარიღებს. სიმპოზიუმის მონ­აწი­ლეებს მიესალმა და მოხსენიებული თანამრომლების სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაზე ისაუბრა ინსტიტუტის დირექტორმა, ემდ, პროფ. რამაზ აბესაძემ, მოგონებებით გამოვიდნენ საქ­ართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონ­დენ­ტები: ლეო ჩიქავა და ვლადიმერ პაპავა, აკადემიური დოქტორები: ნანული არევაძე, ლინა დათუკიშვილი, რევაზ ჯავახიშვილი და სხვები.

 

 



უკან
Created by Spar.ge