წიგნის პრეზენტაცია

15-05-2013


თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტში გაიმართა წიგნის _ ’’საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ზოგიერთი მიმართულება: მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები’’ _პრეზენტაცია.

 

 

პრეზენტაცია გახსნა და შესავალი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა ინსტიტუტის დირექტორმა, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ემდ, პროფესორმა რამაზ აბესაძემ.

 პრეზენტაციაში მონაწილეობდა და სიტყვით გამოვიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი, თსუ-ს სრული პროფესორი ნოდარ ხადური, მონაწილეობდნენ აგრეთვე ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი, ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი თენგიზ გველესიანი და მეცნიერეკონომისტები.

 

თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს: აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ლეო ჩიქავამ, ემდ, პროფესორებმა: როზეტა ასათიანმა, ელგუჯა მექვაბიშვილმა, მიხეილ ჯიბუტმა, იაშა მესხიამ, უშანგი სამადაშვილმა, ეკონომიკის დოქტორმა რევაზ ჯავახიშვილმა  და სხვებმა.

 



უკან
Created by Spar.ge