სამეცნიერო საბჭოს სხდომა

27-02-2013


        2014 წლის 27 თებერვალს გაიმართა თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელზედაც მიმდინარე საკითხებთან ერთად განხილულ იქნა უფროსი მეცნიერ თანამშრომლის, ემკ, ზურაბ რევიშვილის მიერ მომზადებული თემა _’’საქართველოს სოფლის მეურნეობის ირიგაციის პოლიტიკის აქტუალური საკითხები’’.

         მომხსენებელს შეკითხვები დაუსვეს: ინსტიტუტის დირექტორმა, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ემდ, პროფესორმა რამაზ აბესაძემ, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორებმა: ალფრედ კურატაშვილმა და ვახტანგ ბურდულმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა თინათინ ჩხეიძემ და ემკ ლინა დათუნაშვილმა. მომხსენებელმა ამომწურავი პასუხი გასცა ყველა შეკითხვას.

          სხდომა შეაჯამა  ინსტიტუტის დირექტორმა, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ემდ, პროფესორმა რამაზ აბესაძემ.

          წარმოდგენილმა თემამ მაღალი შეფასება დაიმსახურა.



უკან
Created by Spar.ge