ინსტიტუტის დირექციისა და სამეცნიერო საბჭოს გაერთიანებული სხდომა

23-12-2010


2010 წლის 23 დეკემბერს დირექციისა და სამეცნიერო საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე აღინიშნა ინსტიტუტის განყოფილების გამგის აკადემიური დოქტორის ნანული არევაძისა და უფროსი მეცნიერ თანამშრომლის აკადემიური დოქტორის რევაზ ჯავახიშვილის დაბადებიდან 75-ე წელი. სხდომა გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ. მოხსენებებით, იუბილართა ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ, გამოვიდნენ ინსტიტუტის განყოფილების გამგე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალფრედ კურატაშვილი და სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი აკადემიური დოქტორი ლინა დათუნაშვილი. მოგონებებით გამოვიდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვლადიმერ პაპავა, უფროსი მეცნიერ თანამშრომლები, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები: მურმან კვარაცხელია, როლანდ სარჩიმელია, აკადემიური დოქტორები: თენგიზ ქავთარაძე, ზურაბ რევიშვილი და თეა ლაზარაშვილი. იუბილარებს დირექციისა და სამეცნიერო საბჭოს ადრესი გადასცა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თინა ჩხეიძემ. ბოლოს დამსწრეთ მიმართეს იუბილარებმა.



უკან
Created by Spar.ge