პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის შესახებ. ისტორია

 1.

 პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის კანონმემკვიდრეა. იგი მუდამ იყო ქვეყანაში ეკონომიკური მეცნიერების განვითარებისა და ამ სფეროში სამეცნიერო კადრების აღზრდის ფლაგმანი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი დაარსდა მეორე მსოფლიო ომის წლებში აკადემიკოს პაატა გუგუშვილის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით.

საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილება #734 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან ეკონომიკის ინსტიტუტის მოწყობის შესახებ, მიღებულ იქნა 1944 წლის 29 ივნისს. ამის გამო 2009 წლიდან ყოველი წლის 29 ივნისი ინსტიტუტის დირექციისა და სამეცნიერო სამჭოს მიერ გამოცხადდა ინსტიტუტის დაარსების დღედ, რომელიც ყოველთვის აღინიშნება საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციით.

იხილეთ ისტორია ვრცლად

 

2.

ინსტიტიტუტის პირველი სამეცნიერო საბჭოს წევრები იყვნენ: პაატა გუგუშვილი, სიმონ ჯანაშია, ნიკო კეცხოველი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, გიორგი გეხტმანი, გიორგი ქოიავა, აკაკი კაკაბაძე, იოსებ ბაჯაძე, ნიკოლოზ იაშვილი, ივანე ჯაში, ლუარსაბ კარბელაშვილი, ნიკოლოზ ტყეშელაშვილი, ირაკლი მიქელაძე, სერგი ბერაძე, გ. ფერაძე და შ. ჭელიძე. იხილეთ ბმული

 

3.

ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეები

 

4.

ინსტიტუტის სწავლული მდივნები

 

5.

ინსტიტუტის განყოფილების გამგეები 

 

6.

ინსტიტუტს ფართო თანამშრომლობა აქვს ქვეყნის ცნობილ მეცნიერეკონომისტებთან, როგორებიც არიან საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ კორესპონდენტები: ლეო ჩიქავა და ავთანდილ სილაგაძე; საქართველოს ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი მიხეილ როკეტლიშვილი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები: იური ანანიაშვილი, როზეტა ასათიანი, კლიმენტი აჩელაშვილი, ევგენი ბარათაშვილი, თეიმურაზ ბერიძე, რევაზ გველესიანი, მერაბ გველესიანი, სიმონ გელაშვილი, რევაზ გოგოხია, შოთა ვეშაპიძე, ნუგზარ თოდუა, მიხეილ თოქმაზიშვილი, რევაზ კაკულია, მერაბ კაკულია, თეიმურაზ კანდელაკი, პაატა კოღუაშვილი, დავით კურტანიძე, ნათელა ლაცაბიძე, პაატა ლეიაშვილი, მაია მარგველაშვილი, ქეთევან მარშავა. იაკობ მესხია, ელგუჯა მექვაბიშვილი, ნუგზარ პაიჭაძე, უშანგი სამადაშვილი, ავთანდილ სულაბერიძე, ომარ ქეშელაშვილი, თეიმურაზ შენგელია, ავთანდილ ჩუთლაშვილი, მურმან ცარციძე, ნოდარ ხადური, ელიკო ხარაბაძე, ეთერ ხარაიშვილი, რომან ხარბედია, მიხეილ ჯიბუტი და სხვები, რომელთა უმრავლესობა არის ინსტიტუტთან არსებული ჟურნალ ეკონომისტის სამეცნიერო-სარედაქციო კოლეგიისა და სადისკუსიო დარბაზის წევრი. იხილეთ ბმული

 

7.

აკადემიკოსები და აკადემიის წევრ-კორესპონდენტები

 

გარდა პაატა გუგუშვილისა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაერთი წევრი და წევრ-კორესპონდენტი იყო და არის ინსტიტუტის თანამშრომელი ან აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს მის სამეცნიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კერძოდ, აკადემიკოსები: ავთანდილ გუნია, ვასილ ჩანტლაძე, ირაკლი მიქელაძე, ვალერიან მელქაძე, მიხეილ როკეტლიშვილი (უცხოელი ნამდვილი წევრი), ისიდორე დოლიძე; წევრ-კორესპონდენტები:თინათინ წერეთელი, ლეო ჩიქავა, ვლადიმერ პაპავა, ავთანდილ სილაგაძე, ჯონი ხეცურიანი, ელიზბარ ნადარაია. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა. იხილეთ ბმული

 

 

 

 



Created by Spar.ge