მთავარი

საქართველოს შესაბამისი კანონის მიხედვით ჩატარებული კონკურსის შედეგად ინსტიტუტი 2009 და 2010 წლების შედეგებით ქვეყანაში აღიარებულ იქნა საუკეთესო სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებად საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში (რომლის შემდეგაც აღნიშნული კონკურსი, ინსტიტუტების უნივერსიტეტებთან შეერთების გამო აღარ ჩატარებულა). ბმული 1 და ბმული 2

 

პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი საქართველოში ეკონომიკის სფეროში ფუნდამენტური და გამოყენებითი მიმართულების მსხვილი სამეცნიერო კვლევითი ცენტრია. იგი დაარსდა 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში. მან არაერთხელ შეიცვალა სახელწოდება. თავდაპირველად მას ეწოდებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი, შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი(1958), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი(1989), პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი(1991), სსიპ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი(2006), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი (2011). ინსტიტუტის პირველი დირექტორი იყო აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი. შემდეგ დირექტორები იყვნენ აკადემიკოსი ავთანდილ გუნია, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  გიორგი წერეთელი. ამჟამად ინსტიტუტის დირექტორია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ აბესაძე.

 

„ღია მეცნიერების” განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დანართები: დანართი 1(ქართული)დანართი 1 (ინგლისური)დანართი 3(ქართული); დანართი 3 (ინგლისური); დანართი 4(ქართული)დანართი 4 (ინგლისური).

 

საქართველოს ეკონომისტთა

VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია 

მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები

კონფერენცია ტარდება 13 სექტემბერს, საქართველოს ეკონომისტის დღეს

 

 

 



სიახლე
11-10-2023
10-10-2023
09-10-2023
Created by Spar.ge