პროექტები

დიდი ქართული ეკონომიკური ენციკლოპედია

ქვეყნის სულიერი და კულტურული განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ დარგის ენციკლოპედიის შექმნას, ვინაიდან იგი ფლობს მეცნიერულ და საგანმანათლებლო ღირებულებებს.
საქართველოში ენციკლოპედიურ და ლექსიკოგრაფიულ საქმიანობას (მათ შორის ეკონომიკის დარგში) დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ ეკონომიკის სფეროში წმინდა ენციკლოპედიური ხასიათის სრულყოფილი გამოცემა არ არსებობს. ამდენად დიდი ქართული ეკონომიკური ენციკლოპედიის გამოცემა მნიშვნელოვანი და საშური საქმეა.

პაატა გუგუშვილის ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა დაიწყო ამ უდაოდ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.

პროექტის უნიკალურობა განისაზღვრება იმით, რომ კვლევის შედეგი იქნება პირველი სრულყოფილი, წმინდა ენციკლოპედიური ხასიათის გამოცემა, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, უცხოელ პარტნიორებსა და ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეკონომიკის სფეროში მოღვაწე მეცნიერებსა და ექსპერტებს, საზოგადოების ფართო ფენებს.

ენციკლოპედიაში ასახულ ძირითად საკითხებს წარმოადგენს: საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკური აზრის განვითარების ისტორია; ეკონომიკური ტერმინოლოგია და თეორია; ეკონომიკის (მაკრო, დარგობრივ, რეგიონალურ და მიკრო ჭრილში) ისტორია; საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პრობლემები; ეკონომიკის გლობალიზაცია, ინტერნაციონალიზაცია და რეგიონალიზაცია; ინტეგრაციული გაერთიანებები; საერთაშორისო ორგანიზაციები; ტრანსეროვნული კორპორაციები; მსოფლიოს გლობალური პრობლემები; საერთაშორისო სავალუტო პოლიტიკა; მსოფლიოს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები; მსოფლიოს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები; გამოჩენილი მეცნიერ-ეკონომისტები; წარმატებული ბიზნესი და ბიზნესმენები, მაკრო და მიკროეკონომიკის, მენეჯმენტის, მარკეტინგის, სამეწარმეო სამართლის საკითხები და მრავალი სხვა.
პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუში უკვე მიმდინარეობს მუშაობა ენციკლოპედიის შექმნაზე; დაარსდა დიდი ქართული ეკონომიკური ენციკლოპედიის მთავარი რედაქცია და შესაბამისი სფეროების რედაქციები; 
იმედია, ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან პროექტში დიდ წვლილს შეიტანენ მეცნიერები და ბიზნეს წრეების საუკეთესო და წარმატებული ნაწილი.

 

ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ მოპოვებული გრანტები

დასრულებული:

          1.   რუსთაველის ფონდის _ 1 (თეა ლაზარაშვილი)

2.  რუსთაველის ფონდის _ 1 (ეთერი კაკულია)

3.  რუსთაველის ფონდის_ 1 (რევაზ ჯავახიშვილი)

4.  IREX  _ 1 (ზურაბ რევიშვილი)

5.  Fulbrit  _ 2 (გიორგი ბერულავა, თეიმურაზ ბერიძე) 

6.  CRRC _ 1 (გიორგი ბერულავა)

7.  EERC _ 1 (გიორგი ბერულავა)

8.  SIDA _ 1 (მარინე აჩელაშვილი)

9.  GFSIS da RAND _1 (მარინე აჩელაშვილი)

10. ORSAS _1 (მარინე აჩელაშვილი)

სხვა გრანტებში მონაწილეობა:

1. OSCE _ 2 (გიორგი ბერულავა)

2. EURASIA FOUNDATION _ 2 (გიორგი ბერულავა)

3. USA Government _ 1 (გიორგი ბერულავა)

4.  British  Petroleum _ 1 (გიორგი ბერულავა)

5. Fridrix Abert  Foundation Stiftang _ 1 (ზურაბ რევიშვილი)

6. Swiss Agency for Development and Cooperation _ 1 (გიორგი ბერულავა)

7. UNDP  _ 1 (გიორგი ბერულავა)

8. TACYS _ 1 (ზურაბ რევიშვილი)

9. TACYSITACA (  _1 (ზურაბ რევიშვილი)

10. WB და WWF _ 1 (ზურაბ რევიშვილი)

11.  WB  (“Marshall Plan”) _ 1 (გიორგი ბერულავა)

12.  GVI _ 1 (გიორგი ბერულავა)

13. UNESCO _ 1 (ლინა დათუნაშვილი)

2010 წლის გრანტი:

1. EERC _ 1 (გიორგი ბერულავა)

2. ’’ბრიტიშ პეტროლიუმი” _ 1(ვლადიმერ პაპავა)

3. UNDP  _ 1 (ზურაბ რევიშვილი)

2011 წლის გრანტი:

     1. EERC _ 1 (გიორგი ბერულავა)

     2. USAID  _ 1 (ზურაბ რევიშვილი)

2012 წლის გრანტი:

1. UVDP _ 1 (გიორგი ბერულავა)

2. USAID _ 1 (ზურა რევიშვილი)

3. აშშ- გრანტი _ 1 (გიორგი ყუფარაძე)

4. ვიშერგრადი, /ფონდი _ 1 (გიორგი ყუფარაძე)

5. . რუსთაველის /ფონდი _ 2 (გიორგი ყუფარაძე)

2016 წლის გრანტი:

შ. რუსთაველის ს/ფონდი _ 1 (გიორგი ბერულავა)

2017 წლის გრანტი:

შ. რუსთაველის ს/ფონდი _ 1 (გიორგი ბერულავა)



Created by Spar.ge